* * * მომწყინდა ესე სოფელი
მომწყინდა ესე სოფელი, როდემდე უნდა მეცადა, გულისა თვალნი ავაღენ, ავყევ, ავედი მე ცადა.
ვერ შევძელ, ან თუ შემეხსნა, ან ცისთვის კარი შემება, ვინ მაპატია აფრენა, სამყაროს ქარი შემება.
დამცა, დამრია, დამამხო, ვეღაროთ ავალ მე ცადა? გული კრთის _ მხრების აწევა ნეტავი სულ არ მეცადა!
|