შენ და ის
მერე თანდათან გადილდა,
ამხელა სიხარულისგან
ზეცა ცვარ-ნამით ატირდა.
სულს და გულს შენ მოენატრე,
ვნებას კი, ვნებას - მატილდა.
მე მაინც შენსკენ წამოველ,
ბინდი შემომხვდა შატილთან.
ვნება კვლავ ამიყმუილდა:
მატილდა, ჰაუ, მატილდა!..
ისევ ვიქეცი ნადავლად
ფაფარაფოფრილ წადილთა...
... შემოიპარა რიჟრაჟი,
მერე თანდათან გადილდა.