კვიტაიშვილი ემზარ
გაზიარება

მიუწვდომელი 

მთლად სამყარო რო მოგიძღვნან,
გაგიშენონ ედემი,
ჩემ ნატკივარ გულის გარდა,
ვერსად ვერ დაეტევი.
ციდან რომ რეკს, შენი ხმაა -
უცხოდ ფერნაცვალები,
ოკეანის ფსკერზე ღრმაა -
მარტო შენი თვალები.
ამერია გზა და კვალი,
აბურდული ხლართებად,
ვინ გაიგოს, რა ცეცხლი მწვავს,
ანდა რა მემართება.
ვაღამებ და ვერ ვათენებ,
ვის დავრჩი და რაღა ვარ?!
შუბლზე მაწერია ხვედრი -
გავქრე შენს უნახავად.
არ გხატავ, არც გასახელებ,
სხვა წამიღებს დინება;
ჩემ სიკვდილში რომ ერიე,
არვის ეცოდინება.

??????