კვანტალიანი სოფიკო
გაზიარება

პარანოია-3 

ქუჩის ძაღლებისაგან დასახიჩრებული,
ვეებერთელა ჩემოდნით მოდის -
იღლიაში ქაღალდამოჩრილი,
გაუკუღმართებული, უმსგავსო ქმარი.
ახლა ინექციები დასჭირდება უთუოდ
და მასზე გაილესავს კბილებს მთელი თერაპია.
საკუთარ სადარბაზოსთან შეჩერდა,
მოაგონდა, როგორ დარბოდა ბავშვობაში
და აგროვებდა ჭუჭყიან ბოთლებს
უმცროსი ძმების ყელის ჩასაკოკლოზინებლად.
(რა კეთილი იყო მაშინ).
გაიფიქრა. რა შორს წასულა!?
პატარა ბიჭებს ხელში უჭირავთ
ჯოხზე აცმული ნაწლავებგადმოყრილი მტრედი.
გაიქროლეს მის წინ და გაქრნენ.
ძველი ჰაერი გამოდენა ოთახიდან -
პნევმოთერაქსიანი ცალი ფილტვი დაიცალა
და ჰაერით ისევ გაივსო.
რიტმულად, რიტმულად.
შეანჯღრია ღვთისმშობლის ხატი -
დაბრუნება ამცნო.
შემდეგ თავი გაყო ფანჯარაში
და გაუჩინარდა.

??????