პარანოია-2
დაუმეგობრდა ხეიბარ მწერალს,
რომელთანაც კაწრავდა სიტყვებს.
მისთვის უმნიშვნელო იყო
სამყაროს ჰიპნოზირებული ბურთი,
რომელშიც მისი ცოლი ცხოვრობდა.
საღამოობით ერთად დადიოდნენ -
ქაღალდის ყვავებით -
და აი, მივიდნენ ქალაქში,
რომელსაც ერქვა "ჭრელი ძროხა":
დარჩნენ ფეხშიშველნი
სიტყვებისა და ქრომოსომების ამარა.
მათ ეძინათ ერთად
და ესიზმრებოდათ პრეისტორიული ადამიანები;
მათთვის ადგენდნენ კანონებს
და საგადასახადო ტარიფებს,
ნაცვლად რომ ცივილიზაციის გემო ეგრძნოთ.
მათ აუწყებდნენ სიახლეს,
რომ მითები - ზღაპრებია
და ბევრი რამ ზღაპარია
ამ ჰალუცინაციური ცის ქვეშ.