კვანტალიანი სოფიკო
გაზიარება

* * * ყოველ ღამით ვბრუნდები სახლში 

ყოველ ღამით ვბრუნდები სახლში,
სადაც შავ ნათურასავით ჰკიდია შაშვი
ჩემთვის გაჭრილ ოთახს;
ჩემს მიღმა კაცებივით დგანან
შავი ხეები,
ხეებზე კი უამრავი -
ფითრი.
ოთახში სდუმან ჩინური ჩიტის ფიტულები -
ვდგავარ ხელგაწვდილი მათ წინაშე
და ვევედრები გამომართვან
ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხები
. . . . . . . . . . . . .
და ვხედავ,
როგორ თანდათან ტუმბავს ღამურა ჭიქიდან
ჩემთვის განკუთვნილ რძეს.

??????