კაჭარავა კარლო
გაზიარება

ღამის წინ 

ხოლო მათ ეცვათ რაღაც უმბრისფერი და მწვანე, მაშინ, როცა დღე საბოლოოდ ქრება.
და ვიღაც მათ გვერდზე მოდიოდა შადრევანში დასველებული ფრთებით.
მისი სილუეტის მიღმა ჩანდა ქარხანა, მისტიკური ფანტომი-იარაღი
და უნებლიე საცხოვრებელი ოცნებებისა,
უკეთესი ცხოვრების შესახებ, რომელშიც მუშები მცენარეებს ჰგავდნენ
ჭუჭყიანი ტბის ფსკერზე.
ვაგლახ, რომ მათ მთვარეულ მოძრაობებს
ქარხნის მიღმა, ქარხანაზე უფრო დაუნდობლად სპობდა გარემო.
დამძიმებული დიდი ხნის წინ შობილი,
ან სულაც ამ წამს გაჩენილი სურვილებით,
რომელთა უკან ამოფარებული ადამიანისმაგვარი არსებები
დაუნდობლად ებრძოდნენ ერთმანეთში ღვთისნიერს.
მაშ ასე, ღამდებოდა და ისინი მიდიოდნენ ჭუჭყიანი პარკისაკენ,
საიდანაც მათ შესახვედრად გამოვიდა ვიღაც,
შადრევანში დასველებული ფრთებით.

??????