* * * სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს
ხელთათმანები დაკარგე, კაფეს კარებთან დაგრჩა.
შუააზიელი თავის ორდენებს მალავს.
ცეცხლით დაწერილი გრაფიტი, ოქროსფერია ქარში შენი ადგილი.
ყრუ გრიფონებს მანქანაში ძინავთ.
გეომეტრიის ანგელოზია მაქს ბილი.
იქნებ ჩვენს შორის უკვე დაიბადნენ უკვდავნი?
წერილებს წერ და მამას კვებავ.
შეშლილი მოქანდაკეა დრო
ღამეებში შეშლილი მოქანდაკე მგზავრობს.
სსრკ-ში ოცდაათი მილიონი ქალი მუშაობს,
მათი ნაოჭების გეომეტრიას არავინ სწავლობს.
19.08.89.