კარმელის გზაზე
არ მსურს ქალაქები მსდევდეს ბაიბურად.
გავალ უდაბნოში დაჭრილ იმედებით ,
სადაც ლაჟვარდები მტვერით დაიბურა.
ჩემი მოსახამი მძლავრი ფრთიანია
და ჩემს გადაფრენას ქარი მიანება.
მაგრამ ღამეებში ფრენა გვიანია,-
ასე საშიშია გადაგვიანება.
მივქრი დავიწყებით , გული გავაცივე.
ღმერთებს მომაგონებს ზარი ნაშაბაში.
ყველა შევიძულე , ყველა გავაძევე.
დამრჩა სანბენიტო,მთვარის ეშაფოტი.
მაგრამ სიკვდილის წინ თავის ტრფიალებით
ისეთს დავიკივლებ ხმათა მომეტებით,-
რომ ეს დედამიწა გადატრიალებით-
ცეცხლის ბრილიანტად გასკდეს კომეტებით!..