აი თავი, სადაც იზილება ტკივილი. ზვავივით იზრდება და ქვევითკენ მიგორავს ვაშლივით. ყელი თუ გაიარა, აღარ დაგახრჩობს, გულისთვის იქნება საშიში. შენ შეეჩვიე ტკივილს, ჩაყვები მუცლის ჯოჯოხეთში, რომ იქ დააბა გიჟივით. ტკივილი, შენგან გამოსული, არის ყაყაჩო, რომელიც ლექსად უნდა იქცეს - თუ არ ზარმაცობ.