კაიშაური რუსუდან
გაზიარება

სიჩუმეს 

ვდარაჯობ ცოცხით,
ხმაურში ვთავსდები ვიწროდ.
როგორღაც მართმევენ სიჩუმეს
და ყურებს ლექსებით ვიცობ.
გემო მსურს გავუსინჯო ცხოვრებას,
ლექსით და ცოცხით ვუკბენ.
ცხოვრება ატამივით იცინის,
მესვრის სიჩუმის კურკებს,
გულში მომხვდა და გავჩუმდი,
მაგრამ მე, ლექსი, ცოცხი,
შევეხეთ ერთმანეთს თუ არა,
სამივე გამოვცოცხლდით.

??????