კაიშაური რუსუდან
გაზიარება

ნეგატივი 

დამწკრივდნენ კორპუსები,
დაავიწყდათ გზაზე გადასვლა.
ხეები წინ გაუშვეს,
ბავშვები გაატარეს,
მოხუცები გრძელ სკამზე დასვეს,
ცელოფნებს აფრიალებენ ალმებად.
მახინჯი კორპუსები,
ნაგვიანი ფასადით,
დაამუნჯეს გარაჟებმა.
ამ ნეგატივზე, მათთან ერთად,
როგორ არ მინდა გამჟღავნება.

??????