კეცები
და სხეულში ჩავფალი.
ერთხელ ისე ძალიან გავხდი,
რომ ჩემს გრძნობებს
აღარ ჰქონდათ თავშესაფარი.
ისევ ქონებში გავეხვიე,
დავიფრინე მცივანა ზამთრები.
ჩემთვის ჭინჭები, ქალობა ახია,
რადგან მარტოობას თავს ვერ ვართმევდი.
ერთხელ იმედები მოვაგროვე,
სისხლი შევურიე ცეცხლივით,
ვაცეცებდი თვალებს, როგორც საცერს.
სიტყვები ქვებივით მოვაგორე,
ტუჩები გავამზადე კეცივით
და ლექსები გამოვაცხე.