თოფურია თეა
გაზიარება

* * * ტყვია, ძვლები და ქვა-ღორღი 

ტყვია, ძვლები და ქვა-ღორღი,
გველის ნაგესლი, ნაშხამი,
ეს არის ჩემი სადილი,
ბრძოლის ველია ვახშამი.

ცეცხლს ვანთებ, ქვაბსაც შემოვდგამ,
ურჩხულს ვხარშავ და გოლიათს.
ღამდება, დახოცილები
ბრძოლის ველიდან მოდიან.

??????