თვარაძე ზაზა
გაზიარება

* * * მე შემხვდა მკვდარი მეგობარი და მითხრა 

მე შემხვდა მკვდარი მეგობარი, და მითხრა: ქალაქს
ვეღარ დავცილდი, ვერ დავცილდი... ვეღარ დავცილდი.
მე მისი მკვდარი საუბარი მართმევდა ძალას,
მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერა - ვეღარ დავცილდი.

უცნაურია! - მე შევძახე - რომ ამ დიდ სიზმარს
ამქვეყანაზე არაფერზე მე არ გავცვლიდი,
არ გავცვლიდი, მე არ გავცვლიდი!..
ჩემს წინ კი მკვდარი მეგობარი ამბობდა მისას:
რომ ვერ დასცილდა, ვერ დასცილდა - ვერც მე დავცილდი.

ეს ყველაფერი დაწყევლილი ქალივით ძრწოდა,
ეს ყველაფერი თრთოდა, როგორც შავი შროშანი.
უცნაურია - როგორ კარგავ თვითეულ გრძნობას,
თითქოს გართმევენ საბადებელს ბოლო გროშამდი.

??????