ლაბარტყავა გიგა
გაზიარება

ძვირფასო ექსკლიუზივი

ჩემო ძვირფასო, სად გამირბი?!
რად მეურჩები?!
გულით მწადია უსასრულო ტრფობა გაჩუქო,
მომანდე შენი სანუკვარი
მარწყვის ტუჩები,
რომ უწრფელესი,
ცხელი კოცნით დაგასაჩუქრო!
რატომ უხეშობ?! რისთვის მებრძვი?!
რამ გაგაცივა?!
ნუთუ გგონია,
გულისძახილს რისხვით მოცდები,
მერწმუნე, ავი სიკაპასე მაინც გაგცვივა,
და სამუდამოდ გულით _
გულზე შემიხორცდები!
კიდეც რომ მომკლა,
მრისხანების თეთრო ალმასო,
მე საიქიოს მომსახურე აღარ გავხდები,
სხეულს მივაგდებ უდარდელად ჩემო ლამაზო,
და ჩემი სულით შენს სხეულში ჩაგისახლდები!
მაინც იქნება ტრფიალება ჩვენი დაცული,
რადგან შეიგრძნობ შინაგანად
ვნებებს მალულებს,
როს მიწიერი უხეშობით გადაქანცული,
ჩვენი სულები შენს სხეულში ისიყვარულებს!
დამნებდი ტურფავ, ნუ გამირბი, ნუ მეურჩები,
გავუბათ გულებს უწმინდესი გულის ძაფები,
მაჩუქე შენი სანუკვარი მარწყვის ტუჩები
და უწრფელესი უკვდავებით დაგეწაფები!!!

??????