ლაბარტყავა გიგა
გაზიარება

ეპიტაფია ექსკლიუზივი

ჰეი, შენ მგზავრო, მოდი შესვი ჩემი წყაროდან
და ამისრულე მიწიერი ბოლო სურვილი,
მეც ვიცოცხლე და გავემგზავრე ამ სამყაროდან,
დავტოვე წყარო,
რომ დაგეცხრო გამვლელს წყურვილი!
შესვი სიცოცხლით გაყინული წყალი ანკარა,
და ჩემი სულით შეივსები, დალიე, მიდი,
ყოჩაღ! მე ახლა სამარეში გამაკანკალა,
ღმერთი გფარავდეს!
გაიხარე! მადლობა დიდი!

??????