ელიზბარაშვილი ელიზბარ
გაზიარება

სიჩუმის ხმა 

ბნელი ღამის მკერდზე ჩამოშლილ ვარდს
ჰკოცნის ყინული შენი სიჩუმისა.

აამეტყველებ კარ და კარ ყველა იმ გზას
სადაც მე გელი
დაორთქლილ მინებზე თითების წარწერით - "მელაპარაკე".

და არ არსებობს სურვილი, ფიქრი ან ხმა
რომელიც განელტვის შენი ოცნების სარკეში ჩამდგარ უძირო ტკივილს.
« წარსულის არგამცოცხლებელს.
« სიტყვების არდამბრუნებელს
« შენი მაჯების გარშემო შეუმჩნევლად გარინდულს.

და როგორც ზვიგენი შევცურავ ვარსკვლავებით მოჭედილ ზღვაში
შენი ქორწინების საპირისპიროდ.

??????