ეკიზაშვილი გიორგი
გაზიარება

ნებაზე მიშვებული სიტყვები 

არ ეძღვნება ბელა წიფურიას

"ლექსს მე არა ვწერ..."
ცნობილი პოეტი

"ლექსს მე ვწერ..."
უცნობი პოეტი

არა განსაჯო
განმსაჯეთ
თქვით რაც გაქვთ სათქმელი
ან ფიქრობთ რომ გაქვთ
თქვით რომ
სულელური აზრები მეძალება
რომ სულელურად ვწერ
რომ სულელურად ვიქცევი
რომ უნდა გამოვსულიყავი ის
მაგრამ გამოვედი ეს
თქვით რომ ამაოდ გავხარჯე
ნიჭი და ძალა
თქვით რომ ამაოდ მიყვარდა
ამაოდ მტკიოდა
ამაოდ მეგონა
ამაოდ ვიცინოდი
ამაოდ ვტიროდი
ამაოდ ვცხოვრობდი
ამაოდ ვცხოვრობ
ამაოდ ვიცხოვრებ
თქვით
განმსაჯეთ
დამსაჯეთ
ოღონდ ვიდრემდე განმსჯით
მეც მათქმევინეთ...

??????