მამა პეტრე (კვარაცხელია)
გაზიარება

*** "საღამო" ექსკლიუზივი

საღამო, სიჩუმე, ცრემლი და ვედრება,
მუსიკა, იები, წარსულის აჩრდილი,
ქუჩები და სიზმრებს ცისფერი ედება,
და გზები, ლოდინი, თვალები დაღლილი,
ნატვრა და ყოველთვის რაღაცის ძიება,
ნათქვამი ათასჯერ და ისევ სათქმელი,
და ეს კი ნამდვილად არ გეპატიება.
უბრალოდ დაკარგე ნდობა და სახელი,
გოლგოთა, წამება და მერე საყდარი
ნაგები მტკიცედ და უკვდავი ხელებით.
მზე უფრო ნათელი, ცა უფრო მაღალი,
სამყარო უცხო და მრავალი ფერებით,
ვრცელ აღმართს მიყვება ვითარცა ეული,
ნუგეშად თან მისდევს მისივე აჩრდილი,
და მერე ამძიმებს დიდი ხნის სხეული,
სუსტი და უგვანო ტკივილით დაღლილი.

??????