მამა პეტრე (კვარაცხელია)
გაზიარება

* * * დახატე ქარო ბავშვის პერანგი 

დახატე ქარო, ბავშვის პერანგი,
ოცნების კოშკი, ლამაზი ხედი,
ქარო, მოყევი ზღაპართფერადი,
სარკმელთან დასვი, მშვიდობის მტრედი.
ქარო, დახატე ბავშვის სულეთი,
ღმერთშემოსილი მტკიცე ხელებით,
მისთვის არ არის ყოფნა სულერთი,
ქარო და მერე, შემოგევლები...
ქარო, აწვიმე ვარსკვლავთ კრებანი,
ფოთლებს ასწავლე სევდის ნუგეში,
მზეზე დახატე ბავშვის ვნებანი,
მერე გაფანტე წარღვნის ქუჩებში.

??????