მიქაია მაია
გაზიარება

მრავალჟამიერი ექსკლიუზივი

სულში მზე, მზისებრ განათება,
ხმა მწყობრი, არა ქაოტური,
ბგერა _ ხმა, ბგერა _ გამართლება,
ბგერა სრულიად აორტული.
სულის თქმა, სულის განათლება,
სული _ აქამდე არნახული,
ქართული გენის განახლება,
ქართული ენის გაზაფხული.
ბგერის ამოდ თქმა, ამოდ ფრქვევა,
ბგერა _ ლექსივით გამოთქმული,
ფესვიდან მუხის ამოფრქვევა,
ხმა მწყობრი, არა ამორფული.
ცამდე ამაღლება წამიერად,
ბგერა გულიდან ამოთქმული,
ქართული `მრავალჟამიერი”
მადლიანი და ამოდ თქმული.

??????