მიქაია მაია
გაზიარება

გული ჩემი სამყაროა ექსკლიუზივი

გული ჩემი სამყაროა დაღლილი,
დასერილი ვულკანური ბზარებით,
ერთმანეთთან კოსმიური მანძილით
მოძრაობენ ირგვლივ თანამგზავრები.
დედამიწამ სურვილები გადამდო _
ოკეანედ მინდა მიჭრა პოლუსთან,
დღისით მინდა მცხუნვარე მზემ გამათბოს,
ღამით მინდა სავსე მთვარით მონუსხვა.
ამოოხვრას სულს ავატან ზეცამდე,
წლები მცლიან უწონადოდ გავლილი...
ვერ ავანთე, თუმცა ბევრჯერ ვეცადე, _
გული ჩემი სამყაროა დაღლილი.

??????