სიზმარი
ვისაც ექვსი დღე უშრომია დაუზოგავად.
ათასობით წელი მხოლოდ ჩვენთვის გასულა.
მას კი დაღლილს ჩასძინებია...
მას ვესიზმრებით,
შრომისმოყვარეს!
ათასობით წელი მხოლოდ ჩვენთვის გასულა,
წინაა დიდი ორშაბათი.
ადამი, ევა -
და-ძმასავით, გალაღებულნი
მიმორბიან ედემის ბაღში.
მას ვესიზმრებით.
მხოლოდ ჩვენთვის კამკამებენ
ჭრელი წუთები.
სხვანაირი კი იქნებოდა სიტყვის სიზმარი,
სინამდვილე რომ არ დაგვერქვა მისთვის?