გუგუშვილი ბადრი
გაზიარება

ბრძოლისათვის 

ხორცს ჩამომაცლით
მაშინ მიწა დარჩება ჩემგან
უსპეტაკესი ნაყოფებით რომ დაიხუნძლება

სისხლისგან დამცლით
მაშინ ჩანჩქერი დარჩება ჩემგან
მოურწყველ ველებს მშობელად რომ მოევლინება

სულს ამომხდით
მაშინ ხომ ცად მოგევლინებით
რომ განახოთ სიდიადე უსასრულობის

??????