გრიშაშვილი იოსებ
გაზიარება

ქურდული ალერსი 

გარეთ ყინვა სუფევდა, გულში - დავიდარაბა.
შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა,
მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათა
და ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა, -
თან ამბობდი: "კარგი ხარ, კარგი გასახარელი,
როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა... საყვარელი!"

ერთხელ გითხარ: მომბეზრდა ეს ალერსი ქურდული.
მსურს პირდაპირ მოვიქცე, ვით დავითის შურდული,
გამომყევი, გავიქცეთ, მიატოვე ქმარი და
შევქმნათ სულ სხვა მყოფადი საოცნებო მხარიდან.
შენ ამბობდი: "კარგი ხარ" - თუმც ამ პასუხს არ ელი, -
როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა საყვარელი!"

წუხელ მაგრად დავითვერ. ღვინობ ვნება დათენთა.
დავდიოდი ქუჩებში და როდესაც გათენდა -
ცელქი, შეუშინარი შენს ბინაზე მოველი:
"ჩემი ქმარი შინ არი, მან გაიგო ყოველი!"
მითხარი და საჩქაროდ მომაჯახე დარაბა...
გარეთ ყინვა სუფევდა, გულში დავიდარაბა.

??????