მერი
ისევე როგორც მეორე ქალი
მშვენიერია მე მინდა მასთან
ერთად დავბრუნდე ბინაში სადაც
დამხვდება ღამე გვიმრა და ვილტი.
ხოლო ბაქანზე სიმშვიდე კივის
და სექტემბერი წარსულში მიჰყავს
მიმასპინძლდება პიერო პივით
ბუდვაიზერი გარეთ კი ლანდოს
მეეტლე ალბათ ისრესავს ნიკაპს.
აქ მოდაშია წითელი კაბა
პორტსიგარა და წითელი სისხლი
და პანგოლინი რომელიც დაბალ
კაცთან საუბრობს უისტიტებზე
და ოდეკოლონს ხახაში ისხამს.
და მე პირადად ძალიან მომწონს
თუმცა პატარა და სადა როლი
ვუთვალთვალებდე შორეულ ბორცვებს
და გადავყავდე ჭკუიდან სურნელს
უცნობი მზისგან დამწვარი ხორცის.
რომელიც უკვე რაც აღარ ლანდობს
ასი წუთია და ასე მელის
პიეროც ალბათ დამითმობს ლანდოს
რომლის მეეტლე ისრესავს ნიკაპს
მცირეოდენი წუწუნის მერე.