გამეზარდაშვილი ზაზა
გაზიარება

მოხუცი ძმების დაბრუნება 

"გახსოვს მანსარდზე ოთახი რუხი?..
ძიძის ხელები - ფერნამკრთალევი...
ჩვენი სარკმლიდან ასწლოვან მუხის
ბინადარ ბუს რომ ვუთვალთვალებდით.

ბუ - მბრძანებელი, წყვდიადის მახვში,
რისხვით შესცქერდა ვარსკვლავთ ნათებას...
იქვე, წყაროსთან, ქვიტკირის სახლში
ბიჭი ცხოვრობდა ძაღლისთათება.

მარჯვნივ კი ქოხი იდგა პატარა,
გრძნეულ ლანდებით მარად მბოლავი
და ღამღამობით ორი სატანა
ფქვავდა აქ ჩონჩხებს ოქროს დოლაბით.

ცვიოდა მტვერი ძილისმომგვრელი -
ხალხს დასაფრთხობად ესეც ჰყოფნიდა.
გამთენიისას ფქვილი ტომრებით
მიჰქონდათ ქალებს უცნობ სოფლიდან.

მერე შენ მწერდი... დღეების თასმად
სულს გვიხუთავდა ცა უცხო ტაძრის.
რამდენი რამე დაჰფარა ხავსმა...
რამდენმა რამემ დაჰკარგა აზრი..."

??????