მიწისმთხრელის ცოლი
ჩემი ქმარი სახელმწიფო ბეგარაზე იყო წასული
და, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვიდა.
უიმისოდ გაითხარა ჩემი სამარე,
მაგრამ მოკლე მოუვიდათ
და ამიტომაც, ფეხმოკეცილი ვიდე საფლავში.
იმას კი, ჩემს ქმარს,
აეკვიატა ცუდი სიზმრები, არ მოასვენა.
მაგრამ როდესაც ამომთხარა, გამასუფთავა
და გულმოდგინედ დააგრძელა ორმო, რომელშიც უნდა ჩავედე,
აღარ ვისურვე იქ დაბრუნება.
და ამიტომაც ვზივარ ასე ფეხებმორთხმული არაბულ
ტახტსა თუ სავარძელში
და ვუცქერი ტელესერიალს,
და მიყვარს დღეები,
როცა ორი ან სამი სერიალი გადის ხოლმე
თანმიმდევრობით სხვადასხვა არხზე,
ხოლო დროდადრო, რეკლამებისას, ენას ვუყოფ იმ მიწისმთხრელს,
ის კი ვერ მხედავს, რადგან ისევ ბეგარაზე არის წასული.