ბედიანიძე დალილა
გაზიარება

ხა-ხა-ხაა 

პურზე ჩასული ირასთან ვემსევე ერთი საათი.
ღომი და წითელკანიანი სულგუნი.
- ქომუჩი ართი სიგარეტი!
- მუ რე, მუ გოკო?
ხა-ხა-ხაა! ირა არ მიცნობს, მასთან მუნჯი ვარ, სულ ასე ვარ.
მარიკა მიცნობს - ვთამაშობთ ხოლმე. ის კბილებს იცვლის,
მე ვაიმედებ, რომ მალე დამთავრდება კბილების მოცვლა.
გუშინ თანაკლასელმა ბიჭმა ერთი ცალი ყაყაჩო აჩუქა და დიდის ამბით მოამსევა.
"იებს ნუ აჩუქებ ნურავის, ნურავის, იები ჩემია..."
ხა-ხა-ხაა! ქომუჩი ართი სიგარეტი!
ძალიან ძნელია, შენს სამყაროში ვინმე გეუგვა და მერე გამოუშვა.
მოვჩორტავ ხოლმე შინ ლექსებს და მერე ვზივარ პირმოწმენდილი.
ხა-ხა-ხაა! დღეს მარიკამ მითხრა, შეყვარებული ხარო.
მე ვუთხარი, შენ თვითონ ხარ-მეთქი და მომეფერა. მეც მოვეფერე.
ბევრი ვიცინეთ და დივანზე ყირაზე გადავსდივ-გადმოვსდიოდით.
მაგნიტოფონსაც ბოლომდე ავუწიეთ.
- ქომუჩი ართი სიგარეტი!
შინ რომ მოვემსეოდი, ცრემლი მომერია. მენატრები.
მარიკა მეგრულს მასწავლის.
მე ზღაპრები ვასწავლე და ამირანის მითი მოვუყევი და ინიციაცია ავუხსენი.
ამირანი რატომ მიაჯაჭვესო? რა უნდა უთხრა?
- ქომუჩი ართი სიგარეტი! მერე ხატის წინ მოვინანიებ.

??????