ბარათაშვილი ნიკოლოზ
გაზიარება

თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას 

ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით
ჰაეროვანო, სულს ელხინება;
თვალთ არონინებ,
გულს დააწყლულებ
და ღიმილითა ესალბუნები!

სადც ხარ, იმ არეს
მოჰფენ სიამეს, -
უშენოდ მოსცდეს მხიარულება!

შენის ენითა,
სავსე ლხენითა,
ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!

მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულს მოელხინარე,
პირმცინარითა სინარნარითა
მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!

??????