სხვა მედეა
ან რატომ უნდა მომხდარიყო ასე
ბავშვებს ისეთი მოვლა უნდათ რომ უფრო მკვეთრად შემოხაზონ
ამ დავალების ყველა სიტყვა და ასო.
კვებავ ნახერხით მშიერ ჩვილებს - ყანაში ქურდი მაჩვებივით -
ძუძუზე მგლები - ათი, ორმოცი, ასი
მგზავრი ხარ - გზების მასპინძელი
უცხო - ისევე ახლობელი
როგორც ქათამი
ქვისთვის - კრუხად რომ დასვა.
ოპალს სველი ბრინჯით გამოკვებავ
ქრიზოლიტს - მზისფერი წიწილებით,
ლალს - სისხლით,
მარგალიტს - პურის ფქვილით,
ბროლს - წყალგარეული ღამე უნდა,
ლოცვებს შეუთვისე ამეთვისტო,
ქარვა, საფირონი, ბრილიანტი
ხარ ერთი ხარ
ხან მილიარდი.
ზაფრანა, კამა, დარიჩინი რაც გაქვს ყველაფერი დანარჩენი:
ვანილი, ილი, ანისული, ( როგორც შენი შვილის კანის სუნი)
წიწაკა , პიტნა, ბაზილიკი - ერთად , სულ მცირე ნაწილიც კი -
კვალზე მიაფრქვიე - დანაგეში ძაღლის შვილს
ჯობდა, რომ დანა გეშვა . .
ჟანგის შესაჭმელად დატოვებდი.
გახსენი შენი საგანძური
ქარები- ალმასები - გახარებულ
თვალებს მიაგებე დედის სითბო,
და შენი ბარტყები
( ბახალები იმისთვის)
გულში მაგრად ჩაიხუტე
ისე ჩაიხუტე,
ჩაიხუთონ . . .