ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

პასუხი შეკითხვაზე: როგორ ხარ? 

ვარ ჯერჯერობით, ამის მეტი, აბა, რა გითხრა?!
კითხვის ნიშანი იკლაკნება, თანაც იმხელა...
მოვეშვი კითხვას, აღარაფრის მინდა წაკითხვა
და წერა-კითხვას მირჩევნია ჩუმი სიმღერა.
წავიღიღინებ, რადგან სიტყვას ვერ მივაგენი,
მუსიკა შეძლებს ამოუთქმელ განცდის ამოთქმას
და აჰყოლიან უცნობ მოტივს ჩემი ბაგენი,
რომ გააგრძელოს მელოდიან სარკის დაორთქლვა.
მზეს აუვსია თეთრი ღრუბლის ნავი ქარვებით,
უფოთლო ხენი უქცევია ასაკს ძელებად,
ალბათ, თანდათან, მეც აქედან ავიკარვები,
დასაბამიერ მდუმარების გასაგრძელებლად.

??????