ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

მფრინავი სამკუთხედი 

სხვაა თბილისი. ვათვალიერებ
მასივს - აწყობილს რუხი კორპუსით,
თავისთვის ყველა მართალი არი -
ყავლაშვილია თუ კორბუზიე.
ოქტომბრის ქარში ტანგოს ცეკვავენ,
ფრენენ ფოთლები ფერად-ფერადი,
მოხუცი წყვილი - ბებრულ ხელკავით,
წუთი - გაბმული დაღმაფრენამდი...
გზა ყველგან მიდის, თანაც, აღარსად,
შეგრძნება: ნეტავ, ვიღას ჭირდები?!
თავისუფლებას, მე რომ მეღირსა,
შენი მკლავივით ჩავეჭიდები.
ვინც დამესიზმრა, ღმერთო, აკურთხე,
მათი ძვლებივით ვხედავ ამ ყორეს
და წეროების მფრინავ სამკუთხედს
დედაჩემივით თვალს გავაყოლებ.

??????