ადეიშვილი ნოდარ
გაზიარება

სიყმაწვილე 

გადიწევა სარკმლის ფარდა, -
თვალს ცისფერი იტაცებს,
უფრო მეტი ცაში ვარ და
უფრო ცოტა - მიწაზე.

შინაურნი
შიშს მოუცავს,
შიშნარევი ხმებია,
ჰფენს შავ კარტებს
თეთრი ნუცა,
ჰოი, ნუცა ბებია!

დავბრუნდები,
უთხარ ყველას,
შე ლამაზო ბებერო,
ცას ვინ გამოკერებია,
მე რომ გამოვეკერო.

??????