გოგიბედაშვილი დავით(დეფი)
გაზიარება

*** "წამი ლერწამი სულია ჩემი" ექსკლიუზივი

წამი ლერწამი სულია ჩემი,
რიჟრაჟს გავხედე, ფიქრი გავხედნე,
ცვარი ბალახზე შემონარჩენი,
ძმებო ნისლებო, მეც შემახვედრეთ.
მეც დამენახეთ, ო უჩინარნო,
სხივნო ქალწულნო, გამჭვირვალენო,
ქარნო ზღვაურნო, მხრებზე შემისვით,
დიდგვაროვანნო, ველად გაჭრილნო.
შენც მამაჩემო _ ბრძენო მთვარეო,
მზე მანუგეშე დედაშვილობის!
აღმაფრთოვანა წამმა წამწამმა,
ანგელოსმა თქვა: _ დილამშვიდობის!

??????