ტყეშელაშვილი სოფიკო
გაზიარება

*** "ყრუ აივანის ჩაშლილი მხარი" ექსკლიუზივი

ყრუ აივანის ჩაშლილი მხარი
სურომ გაათბო შემოხვევებით,
გვერდით ჩამივლის მეტოქე ქალი
იმ სხვანაირი ყელმოღერებით.
მაგრამ ტკივილი ჩემამდე ჩასთვლემს,
რადგან ტკივილი უძლურებს უტევს,
გავერიდები მომაკვდავ ვარდებს
და გავეკვრები სამყაროს უპეს.
ეჰ, სიყვარული დამრჩება შენთან,
იქნება ბედით, იქნებ შემთხვევით,
დღისა და ღამის გიჟური შერთვა,
ჩვენს შორის ბევრჯერ ჩადგა ხერხემლით...
ეჰ, სიყვარული დამრჩება შენთან.

??????