ტყეშელაშვილი სოფიკო
გაზიარება

*** "სახლის საძირკველი მოშალეს" ექსკლიუზივი

სახლის საძირკველი მოშალეს,
არავინ არ იყო მართალი,
კაბის გულისპირზე შროშანებს
ქარგავდნენ მიმინოს თვალთვალით.
მერე ის თვალთვალიც აჯავრეს,
ჰაერი ისარმა გაჰკვეთა,
საფირთა სიკვდილი მაჯაზე,
სიცრუე უძველეს სარკეთა.
სურვილი გაბაცდა წამებით,
საათებს შევრჩი და ვაძაგე,
მომხიბლა, მოვხიბლე, წავედით,
ცალ-ცალკე წავედით, ცალ-ცალკე.

??????