ვსტუმრობ მოხუც დებს _ წლებით მიმქრალებს,
ცხოვრება მათთვის შავი კარტია.
ოდესღაც ჰგავდნენ, ალბათ, იმ ქალებს,
ყავის ძველ ფინჯნებს რომ ახატია.
ჩამოსაფქველი ჩამოფქვა წვრილად
ბედმა და გახდა მკაცრი მხლებელი,
სახურავიდან მოძვრება წვიმა,
უპატრონობის შემხსენებელი.