ტყეშელაშვილი სოფიკო
გაზიარება

*** "ცეცხლთან ჯვარობით გაგიგიჟებ ჩალისფერ ვნებებს" ექსკლიუზივი

ცეცხლთან ჯვარობით გაგიგიჟებ ჩალისფერ ვნებებს,
გამოფიტული საუკუნე დაღლილი ხვნეშის,
ხვრეპენ კატები, ჩემი სიზმრის თეთრ წვიმებს ხვრეპენ,
ღმერთს ვეძებ შენში, უღმერთოო, ღმერთს ვეძებ შენში.
ეს შენ იყავი, თუ ამ ქვეყნად ვინმე მიკვირდა,
გააფაქიზებს თეთრი ყანჩა მწვანე ლელიანს,
მარტო დარჩები ერთადერთხელ, ისიც სიკვდილთან,
სხვა მარტოობა მოგონილი სისულელეა.
იყავი მეფე ვნებების და არ ექცე მონად,
არ ექცე მონად, გადამალე თვალები მრეში,
ვწერ, როგორ მინდა დედამიწის სასთუმლის პოვნა,
ვწერ, როგორ მინდა გადავღალო ეშმაკი შენში.

??????