*** "ნუ გეშინია" ექსკლიუზივი
ნუ გეშინია,
შენც ისწავლი ორი ხელით პირის დაბანას,
გადაივარცხნი აბეზარ ქოჩორს,
შენც გაგიჩნდება დიდობაში სახათაბალო,
სატრაბახო და საყოყოჩო...
ნუ Gგეშინია, ჯერ ადრეა გათვლა იმისა,
თვინიერი თუ ყოჩი იქნება,დიდობაც მოვა, ძირ-ღვიძილიც გადაივლის და
ვიდრე გზა-შარას გამოიგნებდე _
რამდენჯერ უნდა გაგაწბილოს თავნება გოგომ,
რამდენჯერ უნდა შეგარცხვინონ ქუჩის ბიჭებმა...
დაგჩაგრავს ვინმე, ხელაღებით გაგკილავს ზოგი, _
ვიდრე დიდობას მოგანიჭებდნენ.
ხოლო მანამდე: დაატოლე ბავშვობა სინდისს,
ცოტაღა დაგრჩა, კაცურად რომ გადმოაბიჯო,
ნუ დაიჩოქებ, ნუ იდარდებ, არ შეგეშინდეს,
არ შეგეშინდეს,
შენი ჯერიც დადგება, ბიჭო!