შაიშმელაშვილი თამარ
გაზიარება

მცხეთის ჯვარი ექსკლიუზივი

წამომეშველა ფიქრების ჯარი,
ვიმშვენებ სივრცეს, როგორც მთამსვლელი,
მზის სიჩუმეში გამოჩნდა ჯვარი _
იმ სამყაროში გადასასვლელი...
მომელამუნა ცა და სიგრილე,
ვით სააპრილო ზმანება შენი...
მერე ცრემლებმა მომიგვირილეს _
ტკივილი ნისლის დედოფალს შვენის...
გულწრფელი ვიყავ შენთან და ქართან
ძახილით, ფიქრით, ფორიაქებით...
მწუხრის სიჩუმე სიყვარულს რთავდა
მზის ნარცისების ფოლიანტებით...

??????