შაიშმელაშვილი თამარ
გაზიარება

*** "მჩუმარებს ქარი" ექსკლიუზივი

სტეფანე ხირსელი _ ასურელი მამა,
ვინც მე-6 საუკუნეში აღაშენა ხირსის
მონასტერი
მჩუმარებს ქარი.
ეს გარინდება
განსაცდელისგან,
ღმერთო, იხსენი...
ტაძრის სარკმელში
მზეგამინდვრებით
შემოიმწუხრებს
ლანდი ხირსელის...
მოეფინება სულს სინანული
მოხილვებით და
სივრცის მოთოვლით,
ფრესკის ზმანებას
ცრემლმიმალული
იყუჩებს სევდას
მარწყვის ფოთოლი.
შეკრთება მთვარე
დაცრემლილ ბინდით,
ცას ფითრავს ჟამი,
ვით მგზავრი გემზე,
განწირულია სივრცე და
ქირდვით
ეშვება ნისლი
ალაზნის ველზე.
შეკრთება ზარი.
მზის ნატერფალებს
უფლის მოწყენა
მერცხლებით ნამავს
და გულთამხილავ
ამ ნეტარ წამებს
ლოცვით შეაწევს
ასურელ მამას.

??????