სულაბერიძე ია
გაზიარება

ნაირსახეობა ძაფისა ექსკლიუზივი

რა ცოტაა, ვინც მისახვედრს მიგიხვდება!..
ყველანი ვართ გამოცდაზე, დრო კი გვცდის...…
ზოგი ძაფი მანდილისთვის იგრიხება,
ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...
რიყისაა, რაც ნაპირზე ირიყება,
მდინარე კი წავა, როდი მოგიცდის...
ზოგი ძაფი წინდისათვის იგრიხება,
ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...
ჩემი სიტყვაც სხვა სიტყვებში რაკი ისმის,
ვიცი, თავის ტკივილია ზოგისთვის...
ზოგი ძაფი იგრიხება მანტიისთვის,
ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...

??????