ცერცვაძე თემურ
გაზიარება

გაყრა ექსკლიუზივი

შენ არასდროს არაფერი არ გყოფნის,
ხარ ბზიკივით აფრენილი შარზე,
გინდაც იყო ჯოჯოხეთში ნამყოფი,
ნუ მიმტკიცებ თეთრიაო _ შავზე.
ასე როგორ დაგაყრუა გამჩენმა,
რაც არ გინდა _ არაფერი გესმის,
თუ გავბედე შენთან მარტო დარჩენა,
თავს მატყდება ნიაღვარი გესლის.
ჯობდა ჭკუა უჭკუოსთვის მეკითხა,
ბოლოს მაინც უჭკუობას შევრჩი,
მე არ ვიცი ვინ ოხერის ნეკნი ხარ,
უფრო გავხარ ძვალს _ გაჩხერილს ყელში.
ხომ ხედავ, რომ თვალს მზის სხივი უქრება,
მე მივდივარ... შენც შენს გზაზე წადი;
დაილოცოს ქვეყნად თავისუფლება,
ერთადერთი სიკეთე და მადლი!

??????