*** "დამისხი" ექსკლიუზივი
დამისხი, დამალევინე, სისხლი, რომელიც წამართვი!
იმედით გავიწაღმართო, რა გზებიც გამიწარმართე.
დამისხი ღვინო, რომელიც მწყურვალს გასვი და გაღვარე,
ისევ ჩემს ღვიძლად ვაქციო, ძაღლო, რაც გამისხვაგვარე!
პატივი დაგდე, დაყმენდილს _ მიწა გახმიე საპურე,
ოხრად დამირჩა წყალობა, წაქცეულს თავზე დამყურებ!
ედემის ბაღში წაგიძეხ, შენ კარი მომიჯახწინე,
ტიალმა ზურგში ლახვარი დამკარ და მე არ გაგწირე!
იცრემლა დედაღვთისამა, გლოვის გაშალა დალალი,
ვაგლახად, არმად შესარგი, შენთვის ვით იყოს ალალი!
აღვსდგები! ყულფად გამოვკრავ საძნედ დაგრეხილ ულოსა,
რომ მიწით გაუმაძღარი მიწამვე დაგაპუროსა!!!