*** "აი" ექსკლიუზივი
სასიკვდილოდ მახველებს,
ვეღარ ვიტან მნახველებს,
თან სიბრიყვით მახელებს,
მამული რომ ჰქვია!
არ ჩამოვთვლი სახედრებს,
და არც იმათ სახელებს,
მე რომ გამინაღველეს
ჩემი `აი ია”!
აი ია, აი წინდა, აი ხარი, აი ქარი,
საქართველო აღარ მინდა!
საქართველო აღარ არი!
აი ლელო, აი მდელო, აი ხნული, აი წნული,
გულად მექცა საქართველო!
საქართველოდ მექცა გული!
აი ფიფქი, აი თოვა, აი თოკი განზრახული,
ზამთრის შემდეგ ვიცი მოვა,
ფეხშიშველა გაზაფხული!
აი ლაზი, აი კოლხი, აი ქართლი, აი ტაო!
მოიარე მუხლზე ხოხვით, ჩემო უსინდისო თაო!
აი ზეცა, აი მთვარე, აი მიწა, აი ჭური,
ვერაფრით ვერ დავამთავრე
ჩემი ჯიშის სამსახური!!!