მებადური ზაზა
გაზიარება

ქუჩა ექსკლიუზივი

ქუჩა წააგავს დაკემსილ შარვალს
და ძველი ჯიბე ვერ უძლებს ხელებს,
საღამოს ქუჩის ბოლოში ჩავალ,
საღამოს ქუჩას ძლიერ ახველებს.
და ილეშება დუქანთან ქარი,
გაავდრდება და წვიმებიც მოვა,
ქუჩაში ქოლგით რომ მხვდება ქალი,
ის ქალი ქუჩას ამინდით ზომავს.
დალაქი ყველგან დადის პარიკით,
რადიო თავის თავთან კამათობს,
ბებრები ისევ შელაპარაკდნენ,
ხვითქი გადასდის დაღლილ კამათელს.
ქუჩაში ღიმილს შეხვდებით მრავალს,
თუმც წვიმამ მცირე სევდა ჩაურთო,
ქუჩა წააგავს დაკემსილ შარვალს,
დადის ტრამვაი _ ვეება უთო.

??????