წულუკიძე სულხან
გაზიარება

დიდების ზღაპარი 

ელია მელია თვალი გამიხელია,
არითვლიო ათამდე ტყუილია ზღაპარი,
მდინარეთსან ნუ ჩახვალთ იქ სირბილი ძნელია,
ვინც არ დაიმალება ჩემი ბრალი არ არის.

ასე გეძებდი გსდევდი უღლელად,
მხოლოდ შენ, სხვისი დარდი არ მქონდა,
დაგასწარიო, ხარო სულელი,
მეძახოდნენ და კოცონს აქრობდნენ.

დავქროდი. ვთელე გზები, მინდვრები,
ჩემთან შემოდი - ამბობს წისქვილი,
ვჩერდები, ესვლა მართლა მინდება,
ვაიმე დედა ჩემი სიკვდილი.

მაქ ხომ მგელია და დიდი ვირთხა,
რომელიც ბავშვებს დიდ ჯოხებს უშენს,
აქ არ იქნები, შენ ისევ იქ ხარ,
სადაც გიპოვე, დაღლილი გუშინ.

მივედი, არა იქაც არა ხარ,
ამდენი მალვა რაღა წესია,
სახლში ვბრუნდები გულის კარნახით,
შენ კი სირბილით წამომეწიე.

ერთად ვართ, ხელის ხელზე დაჭერით,
ამბობ წისქვილში რა უნდა ვირთხას,
არა, მატყუებ, შენი არ მჯერა,
-ჩემი არ გჯერა? ბაბუას ჰკითხე.

ასე გეძებდი, ასე დაგსდევდი,
დილის საუზმე მთელ დღეს მყოფნიდა,
სანამ რატომღაც უკანასკნელად,
არ წაგიყვანეს ჩვენი სოფლიდან.

----------------------------

-რა ლამაზია, რამდენისაა?
-სამის, აპრილში ოთხის გახდება,
მეღიმება და დროის ისარით,
ისევ წისქვილის ქვასთან ვსახლდები.

??????