ერთი თარგმანის ისტორია
შოთა ჩანტლაძეს დაევალა,
ეთარგმნა «კალევალა».
აწმყოსთვის დაწუნებული პოეტი
გახდა ნამყოში
დასაბრუნებელი,
წესიერად რათა დაემღერებინა
დიადი რუნები.
ჩრდილოეთის ქვეყანა პოხელი,
ჯადოსნური წისქვილი სამპო _
და თვის ბოლოს _ ჰონორარი,
სიგარეტისთვის და თავისუფლებისთვის სამყო.
მაჭავარიანთან და ძნელაძესთან უწევდა
შოთას იმ დროს მუშაობა, დალევა და _
ასე ითარგმნა ქართულად
კარელიურ-ფინური ხალხური ეპოსი
«კალევალა».